სიყვარული!

მომავალს ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ,მე იმ მომავალზე ვსაუბრობ,რომელსაც თან სიყვარული ახლავს. ჩემი აზრით,სიყვარული ისეთი გრძნობაა,რომელსაც დამალვა არ შეჰფერის.როცა გიყვარს,განა ეს ცუდია?პირიქით,რა ჯობს,როცა გული სიყვარულითაა სავსე.როცა სიყვარულს შენი გული აქვს დატყვევებული,ისე უნდა გავუფრთხილდეთ მას,რომ წარსულში დაბრუნება ერთ-ერთი ჩვენი ოცნება არ გახდეს…

არასდროს მავიწყდება ჩემი პატარაობა…თითქოსდა ყველაზე კარგი დრო ჩემთვის ბავშვობაში ასოცირდება.რამდენმა წელმაც და საუკუნემაც არ უნდა განვლოს ბავშვობას და ბავშვობაში გატარებულ დღეებს ვერასდროს,ვერაფერი დაგავიწყებს…თითქოს ყველაფერს რასაც ბავშვობაში ვაკეთებდი,რაც უდიდეს სიამოვნებას მგგვრიდა ახლა სასაცილოდაც არ მყოფნის…არასდროს მავიწყდება ჩემი პირველი სიყვარული,რომელიც არც მეტი არც ნაკლები ხუთი წლის ასაკში მეწვია,მაგრამ სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ რამდენიმე დღეში ისევ დამტოვა.ჩემი საბავშვო ბაღის წინ გვირილებით გადაჭედილ ბაღში მხოლოდ იმიტომ მიყვარდა დაჯდომა,რომ გვირილების თითოეული ფურცელი მომეწყვიტა და “ვუყვარვარ არვუყვარვარ”-ს ძახილში გამეტარებინა მთელი დღე…

ახლა შედარებით წამოვიზარდე,იმასაც მივხვდი,რომ ასეთი სისულელისთვის არ უნდა მომეწყვიტა გვირილა,რომლისთვისაც სიცოცხლე ალბათ ასეთი მნიშვნელოვანი იყო…

არასდროს მეგონა თუ  ესე შემიყვარდებოდა ოდესმე ვინმე, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა და შემიყვარდა…შემიყვარდა და დღემდე მიყვარს…რამდენჯერ მინატრია დროის უკან დაბრუნებაზე…იმ დროზე როცა იგი ჩემს გვერდით იყო და მე ისე ვიქცეოდი თითქოს იგი ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა…ახლა ვხვდები რამდენი დავაშავდე,რამდენჯერ არ დავტკბი ცხოვრების იმ მომენტით,რომელიც შეიძლება საუკეთესო მოგონებად მაინც დარჩენილიყო ჩემთვის…რატომ არ შეიძლება,რომ დრო უკან დაბრუნდეს? რატომ?რატომ?…ეხლა ნამდვილად ვხვდები,რომ ადამიანები ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ,ვსწავლობთ იმას,რასაც შეცდომების მეტი ვერაფერი გვასწავლის…რატომ უნდა იყოს წარსულში დაბრუნება ჩემი ოცნება?რატომ მინდა,რომ ისევ ვუყვარდე…განა ეს ყველაფერი ასეთი შეუძლებელია?ბევრჯერ მყვარებია მაგრამ,ასე?მართალია,რომ “ჩვენ არ ვაფასებთ ადამიანებს იმ მომენტამდე,სანამ მათი დაკარგვის შიში არ დაგვეუფლება”,მაგრამ როცა ყველაფერს მივხვდი უკვე გვიანი იყო…ძალიან გვიანი…მიყვარხარ!

არეული პოსტი… !

ალბათ,ბევრი მიზეზი არსებობს,რის გამოც შეიძლება ადამიანმა გაბეოდს და ხელში კალამი აიღოს… მე კი მგონია,რომ ადამიანები მაშინ ვიწყებთ წერას,როცა ირგვლივ არსებული უსამართლო ცხოვრება გვაფორიაქებს,გვტკივა,განვიცდით ან სულს ისე გვიმძიმებს,რომ გამოსავალი არ გვაქვს უსუსურებს,ისევ და ისევ ჩვენი სულის დასაწყნარებლად ან საკუთარ თავებში უნდა ჩავიკეტოთ ან სხვებსაც უნდა გავანდოთ საკუთარი სატკივარი. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით,ხელებიც რომ დაგაჭრან,კბილებით აიღებ კალამს და სათქმელს მაინც იტყვი.

მგონი ჩვენს ირგვლივ არსებული,საოცრად საინტერესო და ლამაზი უკიდეგანო სამყარო,იქნებ,ადამიანის ტვინზეა დამოკიდებული და მეტი არაფერი,რადგან,ჩემი აზრით,ამ ამოუცნობ საოცრებას აზრი ეკარგება,თუ მის აღქმას გონებით არ ვცდილობთ.მე მგონი,სანამ ბოლომდე ვერ გაარკვევს ადამიანი,რა ხდება მის ტვინში,ამოუცნობი იქნება სამყაროც მაგრამ,ტვინიც არის და ტვინიც ზოგიერთი ადამაინის გონება მის წინ არსებული ჩვეულებრივი ხის აღქმას მთელ თავის სიცოცხლეს ანდომებს,ზოგის გონება კი საოცრებას სხვაგან ეძებს ზოგმა კი საერთოდ არ იცის რა უნდა ამ ცხოვრებისგან…!

მგონი ადამიანად არც არავინ იბადება…ადამიანი,ალბათ,უნდა გახდე…მგონი ადმაიანად ჩამოყალიბება ადვილი არ არის.  მგონი ბევრს ადამიანობა მაღალ საზოგადოებაში ტრიალი ჰგონია და ადამიანობას ამით განსაზღვრავენ…. მგონი ადამიანები საზოგადოების ყველა ფენაში არსებობენ,მაგრამ სხვადასხვანაირი… არაფერი ხდება მგონი დედამიწაზე ჰაერზე ყველაფერს აქვს ამომხსნელი კანონები… პირადად ჩემს ირგვლივ იმდენი რამ არის გაურკვეველი,რომ სოკრატის  თქმის არ იყოს : ჩვენ მხოლოდ ის ვიცით,რომ არაფერი არ ვიცით….ისე,რომ დავუფიქრდეთ ზოგი ადამაინი ოცნებებში ირევა და უფრო ლამაზად ხედავს ყველაფერს ვიდრე ძალიან ბევრი რეალურად დანახულს….

საინტერესოა,ნეტავი,რატომ ხდება,რომ ზოგი ადამიანი მთელი თავისი სცხოვრება რაღაცას ქმნის,მუზებს ყავს დამორჩილებული,ზოგ ადამიანს კი არაფერი ემართება… ჩემი აზრით,ყველას შეუძლია გააკეთოს შეუძლებელი,შექმნას ის რასაც ვერავინ წარმოიდგენდა მაგრამ მთავარია მოინდომოს და დასახული მიზნისთვის მიისწრაფვოდეს…

მე პირადად ვიცი,როგორ მოვიქცე….ვფიქრობ ერთს მაგრამ ვაკეთებ მეორეს… ეს გასაკვირი არცაა არა მხოლოდ ჩემგან ეს გასაკვირი არავისგანაა….

არაფერს ვაკონკრეტებ!

ბლოგი,რომ შევქმენი ვფიქრობდი რომ დავწერდი მხოლოდ მოთხრობებს და ჩვეულებრივ დღეებზე…ახლა კი ვხვდები,რომ ყველაფერი პირიქითაა ვწერ იმაზე რასაც განვიცდი ან რის თქმასაც ვერ ვბედავ ანუ ერთი სიტყვით ჩემს შესახებ ვწერ…დღევანდელ პოსტს კი მხოლოდ და მხოლოდ 3 ადამიანს ვუძღვნი,არ მინდა დაკონკრეტება ვინებს…მაგრამ იმაში კი ნათლად ვარ დარწმუნებული,რომ მათ გარეშე ვერ ვიცხოვრებდი ან უბრალოდ ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა…კარგით,იმას გაგიმხელთ,რომ ჩემს მეგობრებზე ვწერ (საუკეთესოებზე)….ვწერ იმას რასაც განვიცდი და  ასე ვთქვათ შეიძლება რაზეც გული  მწყდება… არვიცი ჩემი თუ მათი ბრალია…მაგრამ იმასში 100%-ით დარწმუნებული ვარ,რომ ჩემი საუკეთესო მეგობრებიც კი მაღიზიანებენ…შეიძლება მათი საქციელებით ვღიზიანდები ან იმით,რომ აღარ არიან ჩემთან კარგად, აი ისე, როგოც ზაფხულში ვიყავით ან საერთოდ რამდენიმე თვის წინ…იცით რას ვაბრალებ ამას??? იმას,რომ ჩვენს შორის ბევრი ზედმეტი ადამიანი ჩადგა ან თუმდაც იმას,რომ ერთმანეთზე არიან გადამკვდარნი და თათა საერთოდ აღარ ახსოვთ…(სამწუხაროდ) მაგრამ ამას არ იმჩნევენ და ამაზე ლაპარაკს თავს არიდებენ და ამ ფაქტს სასტიკად უარყოფენ…ეს ისინი უარყოფენ თორე ჩემს გულში რა ხდება ისინი ხომ ვერ გრძნობენ???ვერც ვერასდროს იგრძნობენ მგონი….ბევრი კითხვა მიჩნდება… აი მაგალითად ის ჩემი ბრალი,ხომ არ არის რამე???ან ის რატომ მაბრალებენ ყველაფერს მე???? მგონი მათით არც არაფერი იწყება და არც არაფერი მთავრდება…გარშემო უამრავი ბავშვია…თანაც ისეთები,რომლებისგანაც ელემენტარულ სითბოს ვგრძნობ და იმას თუ რაოდენ დიდია მათი სიყვარული ჩემდამი….:((….ისე მგონი ჩემი უახლოესი მეგობრები ჩემს კაის ვერ ხედავენ და სულ ცუდებზე არიან გადართულნი თათა მაშინ ახსენდებათ,როცა რამე დასჭირდებათ….არვიცი დაბნეული ვაარ ძაალიან დაბნეული ვარ…:(

ერთი სიტყვით აქამდე იმიტომ მივედი და ამდენი იმიტომ ვწერე,რომ შეიძლება …………. ერთი სიტყვით რა რომ გაგახსენდებით მერე შეიძება ძალიან გვიანი იყოს….:(

This entry was posted on თებერვალი 19, 2012. 2 Comments

ფიქრებში ჩაძირული “მე”

სიმართლე გითხრათ მომბეზრდა ერთფეროვნება…მინდა სხვა თვალით ვუყურებდე სამყაროს…სხვანაირად ვფიქრობდე…სხვანაირად აღვიქვამდე ყველაფერს…არ შეიძლება ერთხელ თვალები დავხუჭო და აღუქმნელ სამყაროში მოვხვდე…? არ შეიძლება ყველა ადამიანში ვკითხულობდე იმას რასაც თვითონაც ვერ ხვდებიან…? ან საერთოდ არ შეიძლება სიზმრებში დავიკარგო?ან იმ მომენტში არ გემეღვიძოს,როცა სიანტერესო,რამ ხდება…?არ შეიძლება საბოლოოდ ყველაფერს დაესვას წერტილი ან საერთოდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც მე მინდა…? საერთოდ ვინმეს უფიქრია იმაზე თუ როგორ გრძნობს სხვა თავს?თუ მარტო იმაზე ფიქრობთ თუ როგორ ხართ თქვენ?…მგონი ზოგი არც თავის თავზე ფიქრობს…არ შეიძლება ერთი დღე იყოს უბრალოდ ისეთი როგრზეც ადამიანები ვერც კი იფიქრებდნენ და წარმოდგენაც კი არ შეექმნებოდათ ასეთ დღეზე?…იყოს ყველა ბედნიერი…ისევ სითბო იგრძნობოდეს ადამიანებისგან და საერთოდ მთელ დედამიწაზე სიკეთემ,რომ დაისადგუროს ვითომ მოხდებოდა რამე?…

 

ეხლა სიყვარულზე ვფიქრობ…და მის გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელ სამყაროზე….სიყვარული,რომ არ არსებობდეს ადამიანების არსებობას აზრი ექნებოდა…?როგორ მინდა ყველაფერი აირიოს იცით???? მაინტერესებს როგორი იქნებოდა….მაინტერესებს რა ხდება იქ “სამოთხეს”და”ჯოჯოხეთს”,რომ ეძახიან….ან საერთოდ არსებობს იგი???მაინტერესებს და 100 წლის მერე ვნახავ….ელხა იმაზე დავიწყე ფიქრი,რომ ყველა გაქრეს 5 დღით და იმ ადამიანთან ერთად დავრჩე,რომელთანაც თავს ბედნიერად ვიგრძნობ…ან სრულიად მარტო…რა მაგარი იქნებოდა არა??? არვინ არაფერში ხელს არ გიშლის,აკეთებ იმას რასაც გინდა…იცით რა მინდა??? ვინმე ისე მარიგებდეს,როგორ მე ვარიგებ სხვებს =))….ეხლა იცით რა მინდა? ვინმეს ძალიან მაგრად ჩავკიდო ხელი და გიჟივით ვირბინო….ან ძალიან მაგრად ჩავეხუტო ვინმეს….

 

რომ დავუფიქრდე იმაზე ვფიქრობ რაც არარეაულურია…დიახ,დიახ…ეხლა მივხვდი ადამიანები იმაზე ფიქრობენ რაც არარეალურია და რისი ახდენაც ცხადში არ შეიძლება…რომ შეიძლებოდეს,ხომ გააკეთებდნენ და ისე იქნებოდა,როგორც მათ ენდომებოდათ…

This slideshow requires JavaScript.

რადიკალურად შეცვლილი “თათა”

არასდროს მიყვარდა ზედმეტად სერიოზული,წყნარი,”სწერვა”  გოგოები, არასდროს ვუსმენდი წყნარ სიმღერებს, არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ რომელიმე სიმღერისთვის იმიტომ მომესმინა, რომ დავმშვიდბეულიყავი (არა ეს მგონი არც არასდროს გამიფიქრია),ყოველთის  გამოვხატავდი სიხარულს,მიხაროდა ეზოში ჩასვლა(სწორედ ამიტომ მინდოდა შაბათ-კვირის მალე მოსვლა),ვიცინოდი ტირილამდე არა უფრო სწორედ სიცილი ისე მიყვარდა,რომ მის გარეშე ასე მეგონა ვერ ვიარსებებდი,’ვგიჟდებოდი’მეგობრებთან ერთად უაზრო სიარულზე,გართობაზე,მხიარულობაზე,არ მსიამოვნებდა ვერ ვიტანდი როცა მწერდენ ან ამ 😉 სმაილს ან 🙂 ამას,ყოველთის ვჩხუბობდი ჩემს ძმასთან (ისე მიყვარდა მასთან ჩხუბი, და ის ნერვებს,რომ ვუშლიდი),”ბოდიშს” ვიხდიდი როცა ვინმეს რამეს დავუშავებდი ან რამეს ისეთს გავაკეთებდი რაზეც ბოდიშის მოხდა იყო საჭირო,ყოველთის ვუთმობდი ადგილს მოხუცებს,ბავშვიანებს…

ახლა კი არ ვიცი რა მჭირს როგორიც არ მინდოდა,რომ ვყოფილიყავი ისეთი ვარ,ვუსმენ წყნარ სიმღერებს (არა აი უკვე ნამდვილად “ვგიჟდები’წყნარ სიმგერებზე,სხვანაირს ვერ ვუსმენ),სიმღერებს უმეტესად იმიტომ ვუსმენ რო ოდნავ დავმშვიდდე ან რამე მაგდაგვარი დამემართოს,მგონი აღარავისადმი აღარაფერს გამოვხატავ,არ ველოდები შაბათ-კვირას, ეზოში მაინც არ ჩავალ და რა აზრი აქვს ტყულა ლოდინს(ლოდინიც კი მეზარება),სიცილი???მგონი საერთოდ დამავიწყდა ამ სიტყვის არსებობა(თუ გავიცინებ ძალით ან ზრდილობის მიზნით)…,,მეგობრებთან ერთად გართობას მირჩევნია ვიჯდე ჩემთის წყნარად,მარტო,ვიკითხო წიგინები,ვწერო ან ვუსმინო სიმღერებს…ეხლა კი ჩემი საყვარელი სმაილებია 😉 და 🙂 ეს,ეხლა ჩემი ძმის ლაპარაკი სულ  არ მაინტერესებს (“იყბედოს” და იყოს),ბოდიში???კი ამას ახლაც ვიყენებ მაგრამ იშვიათად…ახლა კი “მეც დაღლილი ვარ,რომ არ ვიყო არ ვიჯდებოდი” ^_^

ყველაზე ცუდი იცით რა არის?  ყველაფერს ვხვდები,ისიც ვიცი რომ ასეთი არ უნდა ვიყო…რამდენჯერ შევეცადე გამომესწორებინა ჩემი საქციელი იმდენჯერ მგონი უარესი გამომივიდა…აღარ მინდა ასეთობა…ჩემი ყველაზე დიდი მინუსი კი ის არის,რომ მეგობრებთანაც გამოვხატავ ჩემს “სისწერვეს”….ისე მგონი ესე უფრო კარგია…არა,არა არ არის… იცით რამდენს ენატრება “ძველი” თათა???დიახ, დიახ ძალიან ბევრს…

ანანო (ჩემი საუკეთესო დაქალი) :  tata airvici shen gewyineba tu ara magram sheni eseti saqcieli ukve magizianebs ukve yvelas echxubebi chvevad gegca ukve swervoba da sheni eseti swervobit shors ver waxval da dzaan gtxov cota dapiqrdi vegar gcnoob ♥­­

  • ara ar mkidiaa da chetan ar swervob magram ai gamagizianeblad iqcevi mec vici swervoba mara su ar vswervob ra da xo ici rogor miyvarxar da shentvis sul kargi minda amitom gtxooov ra damijere dzaan cudad iqcevi­­

  • dzaan agdebulad laparakob­­

    • xo ici rogor miyvarxar magram sheni es saqcieli sashinlad ar momwons­­

      This slideshow requires JavaScript.

    • ♥­­

      ამის მერე მე და ანანომ ვიჩხუბეთ,მარა მალევე შევრიგდით…

      ვიცი ალბათ თქვენც მოგაბეზრეთ თავი… კარგად…. :)))და ნუ თვლით 🙂 და 😉 სმალიებს “სწერვულად”;)) :))

სად მიდის მზე?

რამდენი აზრი მიტრიალებს თავში,ზოგიც უაზრო მაგრამ რა ვქნა ფიქრებს არ შემიძლია ვუბრძანო,რომ აღარ მესტუმრნონ.მათ გარეშეც ხომ მოსაწყენი იქნებოდა.ახლაც ვფიქრობ,როგორც მჩვევია.თანაც ამისთვის არაჩვეულებრივი დრო მაქვს.ვერასდროს ვიფიქრებდი,ვერც წარმოვიდგენდი,რომ ზღვის ნაპირზე მზის ჩასვლის სილამაზით გაკვირვებული  მასზე დავიწყებდი ფიქრს და იმაზე თუ სად მიდის იგი…თავიდან ჰორიზონტის იქით იგი ისეთი უსასრულო მეჩვენებოდა,რომ მეგონა ზღვის ტალღებში ირეოდა და სადღაც იკარგებოდა ტალღებთან ერთად.შემდეგ მივხვდი,რომ ასეთი სულელური აზრი თავიდან უნდა ამომეგდო მაგრამ ამაოდ,ვერ შევძელი.ფიქრი განვაგრძე არვიცი შეიძლება უაზროდაც კი ვფიქრობდი მაგრამ რავქნა მაინტერესებდა… თანდათან ვამჩნევდი,რომ მზე იკარგებოდა და შემდეგ შევამჩნიე,რომ ღრუბლებში იყო მისი ანარეკლი,რომელიც ზღვაში ირეკლებოდა.ასეთი სილამაზე მგონი არასდროს მინახავს…მზე,რომ ჩავიდა ცოტა არიყოს შემეშინდა მეგონა აღარასდროს დაბრუნდებოდა ისიც კი გავიფიქრე,რომ ასეთი სილამაზე სწორედ ამიტომ მაჩუქათქო…

ჩემს კითხვაზე პასუხი ისევ გაუცემელია და ასე მგონია ვერც ვერასდროს გავიგებ…ნეტავ სად მიდის მზე?

This slideshow requires JavaScript.

მეგობრები და მათ გარეშე წარმოუდგენელი სამყარო

ყველას გვყავს ჩვენი საზოგადოება ანუ მეგობრები…მეორე ოჯახი…სადაც ჩვენზე თითქმის ყველაფერი იციან…ეგრედწოდებული “სასტავი”.არ არის აუცილებელი ბევრი მეგობარი გყავდეს აუცილებელია გყავდეს ისეთი მეგობრები რომლებიც მართლა გიყვარს…ხანდახან ხდება ისე  რომ ჩვენ ვერ ვამჩნევთ მათ უდიდეს თანადგომას…ჩვენ არ ვაფასებთ მეგობრებს იმ მომენტამდე სანამ მათი დაკარგვის შიში არ დაგვეუფლება…არა და ცხოვრება მათ გარეშე ხომ უბრალოდ წარმოუდგენელია…ისინი ავსებენ სიხარულით ჩვენს ცხოვრებას…ჩვენს გვერდით არიან  როცა რაღაც გვტკივა ან გვიხარია მაგრამ მაინც ვერ ვაფასებთ ერთმანეთს სათანადოდ…გვენანება ერთმანეთისთვის თბილი სიტყვები…მხოლოდ FACEBOOK-ის კედელზე მინაჯღაპნი მიყვარხარ გვაკმაყოფილებს…მე კიდე დღეს ისე მიყვარს ჩემი საზოგადოება სუნთქვა მეკვრის,მინდა  ყოველი ჩემთან გატარებული დღისთვის მადლობა ვუთხრა მათ…თითქმის ყველა ტკბილი მოგონება ხომ მეგობრებთან ასოცირდება ჩემთვის…მოვუბრთხილდეთ მეგობრებს,ნუ ვაწყენინებთ მათ უმიზეზოდ,გვიყვარდეს ისინი …ნუ დაკარგავთ უაზრო დღეებს…ყველას  გისურვებთ გყავდეთ ისეთი სამეგობრო და მეგობრები როგორიც მე)))                                                                                                                                                                                                                                                                          ყველაზე საშინელი მომენტი როცა საყვარელი მეგობარი გარდაგეცვლება…ამ დროს თითქოს მთელს შენს ცხოვრებას წერტილი ესმევა,ცხოვრების აზრს კარგავ,ვერაცნობიერებ რას აკეთებ, ან ამ დროს საერთოდ ვისთვის ცხოვრობ, აქვს საერთოდ აზრი ცხოვრებას…?მითუმეტეს როცა იცი  რომ მის ხმას ვეღარასდროს გაიგონებ,ვეღარასდროს ნახავ მას და საერთოს რაც შენთვის კარგი მას უკავშირდება ყველაფრისთვის რომ გიწევს ხელი ჩაქნევა და ამასთანავე მისი დაკარგვა…ხშირად ხდება ისე რომ მეგობრების კარგ თვისებებს მათი გარდაცვალების შემდეგ ვიხსენებთ და მაშინ ვხვდებით რაოდენ მნიშვნელოვანები ყოფილან ისინი ჩვენთვის ამ დროს კი სამწუხაროდ უკვე ძალიან გვიანაა…

This slideshow requires JavaScript.